saqarTvelos uReltexilebi - CiSlas uReltexili

კოორდინატები 42°55`57` ჩ. გ. 42°22`57` ა. გ.
ტერიტორიული ერთეული მესტიის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 3054 მ
ქედი სვანეთის კავკასიონი

 

უღელტეხილი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3054 მ. აგებულია იურული ასაკის ქვიშაქვებითა და თიხაფიქლებით. მიდამოები შემოსილია სუბალპური და ალპური ბალახეულობით. აკავშირებს მდინარეების ხეორისა და კასლეთის (ენგურის სისტემა) ხეობებს.